ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით დიალას პროვინციაში სუნიტი არაბების ოჯახის 8 წევრი მოკლეს. მათი განცხადებით სოფელ ბალად რუზში ღამე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 ქალი.
დიალას პროვინცია ერაყის ცენტრში მდებარეობს ეს ქვეყანაში ყველაზე სახიფათო ტერიტორიაა რადგან ამ პროვინციაშიალ ყაიდა და სხვადასხვა მემბოხეთა დაჯგუფებები მოქმედებენ.
ხუთშაბათსამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა რომ ერაყიდან შეერთებული შტატების კოალიციური ჯარების გამოყვანის 16 თვიანთი ვადის განხილვა ამერიკის ლიდერებს შორის ერთ ერთი ალტერნატივაა.მან ასევე განაცხადა რომ პრეზიდენტ ობამას შეხვედრა შეერთებული შტატების კოალიციური ძალების მეთაურებთან და უფროს დიპლომატებთან შეხვედრა მხოლოდ პროცესის დასაწყისია რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს თუ რა მონაწილეობას მიიღებს ამერიკა ერაყში.