ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰუმან რაითს ვოჩის" ანგარიში რუსეთ საქართველოს ომის შესახებ


HUMAN RIGHTS WATCH-ის ანგარიში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებთბილისში კინოს სახლში დღეს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ტელეკომპანია”ალანიას” მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ასევე დღეს , სასტუმრო ”თბილისი-მარიოტში” აგვისტოს ომის ანგარიში წარადგინა HUMAN RIGTS WATCH-მა. რუსეთ-საქართველო. სამხრეთ-ოსეთში განვითარებული კონფლიქტის ყველა მხარემ დაარღვია ომის კანონები. ორივე ქვეყნის ხელისუფლებებმა უნდა უზრუნველყონ დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა და დევნილთა ნაბაყოფლობით დაბრუნება- ნათქვამია დასკვნაში. - ომი სამხრეთ-ოსეთში მხოლოდ ერთ კვირას გაგრძელდა, მაგრამ მისი საზარელი შედეგები მომავალი თაობებისთვისაც საგრძნობი იქნება - განაცხადა თბილისი მარიოტში გამართულ პრესკონფერენციაზე HUMAN RIGTS WATCH-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა რეიჩელ დენბერმა. პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი გოგიამ განაცხადა:კონფლიქტის დროს ყველა მონაწილე მხარის მიერ მოხდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უგულვებელყოფა..

XS
SM
MD
LG