ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ რუსეთის მიერ ქართული სამხედრო ობიექტების შემოწმებაზე უარი განაცხადა


საქართველო უარს აცხადებს რუსეთის მოთხოვნაზე ნდობისა და უსაფრთხოებიოს განმტკიცების ზომებზე მოლაპარაკებების შესახებ 1999 წლის ვენის დოკუმენტის შესაბამისად ქართული სამხედრო ობიექტები შეამოწმოს. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იქვე აღნიშნა, რომ ვენის ხელშეკრულების თანახმად ქვეყანას უფლება აქვს უარი განაცხადოს სამხედრო ობიექტების შემოწმებაზე, თუკი ეს ქვეყნის უსაფრთხოებას ხელყოფს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი სწორედ ის ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს აგვისტოში ომი ჰქონდა, რომელიც უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნებსა და კვლავაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით საქართველო მხოლოდ რუსეთს არ მისცემს უფლებას შეამოწმოს ქართული სამხედრო ობიექტები. ეს არ ეხება ეუთოს სხვა წევრ სახელმწიფოებს.


XS
SM
MD
LG