ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზაში  გაეროს წარმომადგენელი ჯონ ჰოლმსი ომის შედეგად მიყენებულ ზარალს აფასებს


ღაზაში გაეროს ჰუმანიტარული დახმარების უფროსი ჯონ ჰოლმსი 22 დღიანი ბრძოლების შედეგად მიყენებულ ზარალს აღრიცხავს. დღეს იგი გაეროს მიერ ღაზაში მცხოვრები 1, 5 მილიონი ადამიანის დახმარების საუკეთესო გზებს განიხილავდა.იფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია მილიარდობით დოლარი დაჯდება. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხდა, რომ იგი იბრძოლებს მშვიდობისთვის ახლო აღმოსავლეთში. ეს განცხადება მან ოთხშაბათს ისრაელისა და პალესტინის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა. პალესტინის ოფიციალური პირების განცხადებით ობამამ მაჰმუდ აბასთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ისინი პარტნიორები გახდებიან მშვიდობის მიღწევის პროცესში . მაჰმუდ აბასი 2007 წელს ღაზას სექტორიდან ჰამასმა განდევნა. ისრაელის ლიდერმა ამერიკის პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა , რომ ისრელის, ეგვიპტისა და აშშ-ის ღაზას სექტორში იარაღის უკანონო შეტანის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევა წარმატებული იქნება. ოთხშაბათს პრეზიდენტი ობამა ტელეფონით აგრეთვე ესაუბრა ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს და იორდანიის მეფეს აბდულას. აშშ-ის ოოფიციალური პირების განცხადებით ბარაკ ობამა ახლო აღმოსვლეთში წარგზავნილ პირად ყოფილ სენატორს ჯორჯ მიტჩელს დანიშნავს

XS
SM
MD
LG