ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში სასამართლომ რძით მოწამვლასთან დაკავშირებით ორ ბრალდებულს მიუსაჯა სიკვდილით დასჯა


ჩინეთში სასამართლომ რძით მოწამვლასთან დაკავშირებით ორ ბრალდებულსსიკვდილით დასჯა მიუსაჯა. დანარჩენ ორ ბრალდებულს კი უვადო პატიმრობა მიუსადაგეს. გასულ წელს რძით დაახლოებით სამასი ათასი ბავშვი მოიწამლა. ერთერთი სიკვდილმისჯილი ჟანგ იუჯუნი აწარმოებდა რძის ფხვნილს, რომელიც ინდუსტრიულ ქიმიკატს მელამინს შეიცავდა. რძის მწარმოებელი კომპანიის სანლუ ჯგუფის თავკაცს ტიან უენჰუას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. სანლუს ექვს სხვა ხელმძრვანელს კი თხუთმეტ-თხუთმეტი წლით პატიმრობა მიუსადაგეს.

XS
SM
MD
LG