ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებულის დაკითხვის პროცესი დაიწყო


პაკისტანში ლონდონში 2005 წელს განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებულის დაკითხვის პროცესი დაიწყო. პაკისტანის უშიშროების სამსახურის ანონიმმა წარმომადგენლებმა დასავლელ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ეჭვმიტანილი ზაბი ულ-ტაიფი გუშინ ქალაქ ფეშავარის შემოგარენში მოწყობილი რეიდისას დააკავეს ექვს სხვა შეიარაღებულ პირთან ერთად. საუდის არაბეთის მოქალაქე ტაიფის ბრალი ედება 2005 თი წლის შვიდ ივლისს ლონდონში განხორციელებულ ტერაქტებში მონაწილეობის მიღებაში. ბრიტანეთის დედაქალაქში განხორციელებულ ოთხ აფეთქებას ორმოცდათორმეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანამდე დაკავებული სამი ტერორისტი პაკისტანური წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე იყო. როგორც ფიქრობენ, ტერორისტებმა წვრთან პაკისტანსა თუ ავღანეთში მდებარე ალ-ყაიდას ბანაკებში გაიარეს

XS
SM
MD
LG