ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს უდიდესმა მადნეულის მომპოვებელმა კომპანიამ სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ განაცხადა.



მსოფლიოს უდიდესმა მადნეულის მომპოვებელმა ავსტრალიურმა კომპანიამ ბი ეიჩ ბი ბაილიტონმა სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება კომპანიის ხელმძღვანელობამ იმის გამიო მიიღო, რომ მსოფლიოში მეტალის შეძენაზე მოთხოვნილების მკვეთრად დაცემა აღინიშნება. ბი ეიჩ ბიმ დღეს განაცხადა, რომ ავსტრალიის დასავლეთში ნიკელის საბადოების დახურვის გამო სამუშაოდან მომსახურეთა დაახლოებით ექვს პროცენტს, ანუ ორი ათას ას ადამიანს დაითხოვს. ავსტრალიის დასავლეთში მოქმედმა მაღაროელთა პროფსაბჭომ განაცხადა, რომ მადნის მოპოვების ასეთი ჩქარი ტემპებით შემცირებას არვინ მოელოდა. გლობალური კომპანია ბი ეიჩ ბი ასევე შეამცირებს სამუშაო ადგილებს ჩილესა და ამერიკის შტატ არიზონაში არსებულ მაღაროებშიც.

XS
SM
MD
LG