ამერიკელმა სამხედრო მოსამართლემ შეწყვიტა გუანტანამოს საპყრობილეში მიმდინარე კანადელი ტერორისტობაში ეჭვმიტანილის პროცესი. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ბარაკ ობამას მოთხოვნას, რომლის თანახმადაც გუანტანამოში მიმდინარე ყველა პროცესი ას ოცი დრით უნდა შეწყდეს. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირი მოწონებით შეხვდა. ევროკავშირის იურიდიულმა კომისიამ განაცხადა, რომ ევროპა ძალზე ნასიამოვნებია გუანტანამოს ყურეში მიმდინარე სამხედრო ტრიბუნალების მსვლელობის შეჩერებით.