ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრელის სამხედროების განცხადებით, მათ ოთხაშაბათს  სრულიად გამოიყვანეს ჯარი ღაზას სექტორიდან



ისრელის სამხედროების განცხადებით, მათ ოთხაშაბათს სრულიად გამოიყვანეს ჯარი ღაზას სექტორიდან. ბრძოლები ამ ტერიტორიაზე სამი კვირა გრძელდებოდა.

როგორც სამხედრო მეთაურებმა განაცხადეს ისრაელის ჯარი მხოლოდ ღაზას სექტორის გარეთაა დისლოცირებული შესაძლებელი ინცინდენტების თავიდან აცილების მიზნით.

ისრაელმა ჯარის გამოყვანა დაიწყო მას შემდეგ რაც გამოცხადდა ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტა. თავის მხრივ ჰამასმაც მოგვიანებით გამოაცხადა ზავი.

როგორც ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ სამშაბათს ჰამასის წევრება ყუმბარები დაუშინეს ისრაელის სამხრეთ ტერიტორიას, მიუხედავად დადებული ზავისა. ისრაელმა საპასუხო ავიადარტყმა განახორციელა. ჰამასის მიერ თავდასხმა მოხდა აგრეთვე ღაზა -ისრაელის საზღვარზეც მყოფ სამხედროებზეც. მსხვრპლი ინცინდენტს არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG