ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ამერიკის 44 პრეზიდენტია


ბარაკ ობამას საინაუგურაციო ცერემონიისთვის, შეერთებული შტატების კონგრეს წინ მდებარე მინდორზე ერთ მილიონზე მეტი ადამიანი შეიყარა. ფიცის დადების შემდეგ ობამა პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა ამერიკის ისტორიაში. დღეს გარიჟრაჟიდან ასი ათასობით ადამიანი დაიძრა ცერემონიაზე დასასწრებად. როგორც მისი მრავალი წინამორბედის ობამას დილაც თავიდან თეთრი სახლის შორიახლოს მდებარე ანგლიკანურ ეკლესიაში მისვლით დაიწყო. შემდეგ ობამა, მისი მეუღლე მიშელი, ვიცე-პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე თეთრ სახლს ესტუმრნენ პრეზიდენტ ბუშთან ერთად ყავის დასალევად. ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე შვეულმფრენით უკვე ტეხასში გაფრინდნენ.

XS
SM
MD
LG