ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ნაბუკოს გაზსადენის მხარდაჭერის საკითხის გადახედვას აპირებს


თურქეთი იმუქრება, რომ თუ ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიმართული მოლაპარაკებები ჩავარდება, მაშინ ევროპაში მიმავალი ბუნებრივი აირის მილსადენისადმი თავის პოზიტიურ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს.

ნაბუკოს გაზსადენს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ევროპის რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ბუნებრივი აირის სკაითხში.

ბრიუსელში გამოსვლისას, თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჟეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა გადახედავს ნაბუკოს მიმართ დამოკიდებულებას, თუ ადგილი ექნება ევროკავშირში გაწევრიანების პრობლემებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყანა კვიპროსი ეწინააღმდეგება ურქეთთან ენერგეტიკული საკითხის განხილვას. ეს უკანასკნელი კი ეწინააღმდეგება აღიაროს კვიპროს ბერძნული მთავრობა, რომელსაც მთელი მსოფლიო ცნობს.

მიუხედავად ამისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამოთქვამს ფრთხილ ოპტიმიზმს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები ბერძნული კვიპროსის წარმომადგენლებთან და კვიპროსის თურქ ლიდერებთან, პოზიტიურად დასრულდება.

XS
SM
MD
LG