ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევმა საქართველოსთან იარაღის ვაჭრობა აკრძალა


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოსთვის რაიმე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე აკრძალვა დააწესა.

ეს განკარგულება იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის შეჩერებას ისახავს მიზნად რომლებიც რუსულ იარაღს საქართველოს აწვდიდნენ.

რუსეთის მედია იუწყება რომ ამგვარ სახელმწიფოებს მოსკოვი ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. რუსეთმა, რომელიც ამჟამად უკრაინასთან ენერგეტიკულ ომშია ჩართული, კიევი საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა გასული წლის აგვისტოში მომხდარი ხუთ დღიანი ომის შემდეგ.


XS
SM
MD
LG