ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ახლო აღმოსავლეთში სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს განიხილავს


აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარსულში განაცხადა რომ მისი ინაუგურაციის შემდეგ იგი შეხვდება ამერიკის სამხედრო პირებს და ერაყში სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს განიხილავს. ამავე განცხადების თანახმად ინაუგურაციის შემდეგ 16 თვეში აშშ-ის სამხედრო ძალების უმეტესი ნაწილი ერაყს დატოვებს. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც რომ ჯორჯ ბუშმა გასულ წელს ერაყთან დადო ხელშეკრულება რომლის თანახმად ამა წლის ივნისში ამერიკის შეიარაღებული ძლაები დატოვებენ ერაყის ქალაქებს, ხოლო 2011 წლისთვის ამერიკის სამხედორ ძალები მთლიანად გამოვლენ ერაყიდან. ამჟამად გაურკვეველია თუ რა ზომებს მიიღებს ბარაკ ობამა , თუმცა მან აღნიშნა რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სამხედრო პირებთან მოთათბირების შემდეგ მიიღებს.თათბირზე ასევე განიხილავენ ავღანეთის საკითხსაც, სადაც შეერთებული შტატების სარდალმა 14 ათასი ჯარისკაცის და რამდენიმე ათასი დამხმარე ძალის გადასხმა მოითხოვა. სენატში ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეის მიშელ ფლორნოის თანამდებობაზე დამტკიცების განხილვისას სწორედ ამ თემაზე გაამახვილეს ყურადრება.

მე ვფიქრობ რომ ახლადარჩეული პრეზიდენტის ბარაკ- ობამას და თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის მიზანია ავღანეთში რაც შეიძლება სწრაფად ჯარების დისლოცირება. ჩემთვის ამჟამად უცნობია ამის მისაღწევი სამოქმედო გეგმა.

თუმცა პენტაგონის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ავღანეთში ჯარების სწრაფი განლაგება ერაყში სამხედრო ძალების შემცირებას ნიშნავს. გენერალი დეივიდ პეტრეუსი, ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილი მეთაური რომელიც ამჟამად ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიის რეგიონების ამერიკის სამხედრო ძალების მეთაურია აცხადებს რომ მას , ერაყში შეერტებული შატტების ელჩს რაიან კროკერსა და ერაყში ამერიკის სამხედრო ძალების ახალ სარდალს რეი ოდიერნოს მიაჩნიათ რომ ვაშინგტონმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მანამ სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას ერაყიდან ძალების გამოყვანს შესახებ. ჩვენ გვინდა ყველას შევახსენოთ რომ მიუხედავა ერაყში მიღწეული პროგრესისა მდგომარეობა მაინც მყიფეა.

ექსპერტები აცხადებენ რომ ავღანეთში დამატებითი ჯარების გდასხმა არც ისე კარგი აზრია. მათ შორისაა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, 1970 იან წლებში პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ზბიგნევ ბრზეჟინსკი:

არსებობს საშიშროება რომ საბოლოო ჯამში ავღნეთის მოსახლეობას ჩვენი მიზნების წინააღმდეგ პროტესტი გაუჩნდება. ეს ინიციატივა ისედაც ემსგავსება იმას თუ რაც განიცადეს საბჭოელებმა ავღანეთში.

მისივიე აზრით ავღანეთში ჯარების რაოდენობის გაზრდა უმნიშვნელო უნდა იყოს , და მიზნად უნდა ისახავდეს ავღანეთის ისეთ ცხელ წერტილებში მოქმედებას სადაც თალიბი მემაბოხეები მხარდაჭერას გამოხატავენ ქვეყნის ყოფილი მთავრობის მიმართ.როგორც თავდაცვის მოადგილე მიშელ ფლორნოი თვლის ობამას ადმინისტრაცია სიფრთხილეს გამოიჩენს ავღანეთში ჯარების გადასროლის თაობაზე.

ობამას ადმინისტრაციის მიზანია აქცენტის ავღანეთზე გადატანა რასაც სიფრთხილე სჭირდება.

ავღანეთში სამხედრო ძალების გაზრდის გარდა , ოფიციალური ვაშინგტონი თვლის რომ აუცილებელია ავღანეთის ეკონომიკის გაუმჯობესება, მთავრობის გაძლიერება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ნარკობიზნეისის აღმოფხვრა. ექსპერტები, ბრზეჟინსკის ჩათვლით და გენერალი პეტრეუსი მიიჩნევენ რომ პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა თალიბებტანაც კი აუცილებელია. ამ ტიპის სტარტეგიამ გაამრთლა ერაყში, სადაც გენერალმა პეტრეუსმა მტრულად განწყობილ ტომის ბელდებთან მოლაპარაკებები გამართა. პეტრეუსი თვლის რომ ერაყი და ავღანეთი ძალიან განსხვავდებიან ერთამანეთისგან . მაგრამ იქვე დაამატა რომ მის მიერ ერაყში გატარებული ღონისძიებები ავრანეთშიც მიაღწევს წარმატებას. პეტრეუსი თვლის რომ თავად ადგილობრივმა მოსახელობამ უნდა მიიღოს მონაწიელობა ქვეყნის უსაფრთხოების მშენებლობაში, დაიდგას სამხედრო და პოლიციის საგუშაგოები, და სხვა მრავალი.

ოპერაციის მონახაზი არსებობს. ახლა ჩვენი მიზანია ავღანეთის მთავრობასთან და იქ მყოფ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მივაღწიოთ გარკვეულ კონსოლიდაციას.

ტერმინი კოსნოლიდაცია ხშირად იხმარება თუმცა მისი მიღწევა არც თუ ისე იოლია, განსაკუთრებით ავღანეთში სადაც 40 ქვეყანის სამხედრო ძალებია განლაგებული. . თეთრი სახლისა და პენტაგონის წარმომადგენელებმა დაასრულეს ავღანეთსა და ერაყში შეერთებული შტატების სამოქმედო სატრატეგიის განხილვა და იგი ბარაკ ობამაბას გარდამავალ ადმინისტრაციას გადასცეს. როგორც შეერთებული შტატების ადმირალი მაიკ მულენი აცხადებს:

ამჟამად რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, ახალი ადმინისტრაცია განიხილავს სტრატეგიას და დაიწყება მოლაპრაკება სამოქმედო სტრატეგიის სამომავლო გეგმაზე.

მან იქვე აღნიშნა რომ ავღანეთში ომის მხოლოდ სამხედრო ძალებით მოგება შეუძლებელია. ავღანეთისთვის აუცილებელია სხვადასხვა სახის დახმარების გაწევა. ადმირალმა მულენმა იქვე დასძინა რომ შეერტებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა და ნატომ ასევე უნდა გაითვალისწინონ რეგიონში არსებული მდგომარეობაც, პაკისტანის ჩათვლით სადაც ავღანელი მეამბოხეები აფარებენ თავს.


XS
SM
MD
LG