ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ცვლილების მოლოდინშია


ევროპა ობამას ადმინისტრაციას იმედის თვალით შეჰყურებს და მისგან ცვლილებების მოლოდინშია, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთი გამოირჩევა.ობამა ის პრეზიდენტია რომელიც საზღვრებს გარეთ ამერიკის იმიჯს აღადგენს და ძველ მეგობრებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობას განაახლებს. ლონდონის ჰიტროუს აეროპორტთან მდებარე ლუდხანაში თავმოყრილი ლონდონელები ერთხმად თვლიან რომ ბარაკ ობამა სწორედ ის პრეზიდენტია რომლის მიერ აღებული გეზი სარგებელს მოიტანს:

ობამა იმდენად განსხვავებული პიროვნებაა რომ მე ვთვლი რომ მან უკვე შეცვალა ამერიკის იმიჯი.ის ახალგაზრდაა და საკმაოდ სიმპატიური. დარწმუნებული ვარ რომ ობამას ყველას შეუყვარდება. ის არაჩვეულებრივი ორატორია. ის ძალიან განსხვავდება ბუშისგან და ნამდვილად გაამართლებს.

ლუდხანაში ყველა იმედოვნებს რომ ბარაკ ობამა ამერიკის ეკონომიკას კვლავ ააღორძინებს, კვლავ გაჩნდება სამუშაო ადგილები,და მსოფლიოც ჩადგება კალაპოტში:

ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში ფინანსებთან არის დაკავშირებული. არვიცი ეს პრობლემა სად მიგვიყვანს. ობამა ბევრს გვპირდება, საინტერესო შეასრულებს თუ არა დანაპირებს?! მე ვფიქრობ რომ მისი მთავარი მისიაა მსოფლიო ეკონომიკის უკეუსვლა შეაჩეროს.

ეკონომიკური კრიზისის ფონზე მსოფლიო ცვლილების მოლოდინშია, მაგრამ მიუხედავად ამისა მათთვის ასევე ინტერესს წარმოადგენს თუ რა ზომებს მიიღებს ობამა ახლო აღმოსავლეთში, ერაყსა და ავღანეთში, და კლიმატის ცვლილებები საკითხში. ამერიკის ახალ პრეზიდენტს მძიმე ტვირთი აწევს ზურგზე, მაგრამ ამავე დროს მას ევროპაში ბევრი მხარდამჭერი ყავს და ბევრს სურს მისი წარმატება.


XS
SM
MD
LG