ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას სამომავლო ხედვა რუსეთის მიმართულებით




რუსეთის მოქალაქეებიდან ბევრი შეჰყურებს მომავალს იმ იმედით,რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკა -რუსეთის ურთიერთობებს გააუმჯობესებს.საზოგადოებრივმა გამოკითხვამ აჩვენა,რომ გამოკითხულ რუს მოქალაქეთა სამოცდაათი პროცენტი დიდ ინტერესს იჩენდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ.რუსეთის სატელევიზიო არხებზე ჟურნალისტები სისტემატურად აშუქებდნენ ბარაკ ობამას საპრეზიდენტო გარდამავალი პერიოდის ისეთ წვრილმან დეტალებსაც კი,როგორიც იყო ბარაკ ობას ქალიშვილებისა და ოჯახის ძაღლის შესახებ პიკანტური ინფორმაციები. ბარაკ ობამას პიროვნებამ არაერთი ჩვეულებრივი რუსი მოქალაქე მოხიბლა. ნასტია მოსკოვის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია.მისი აზრით,ბარაკ ობამა ძალზე კარგი ორატორია.ნასტიას იმედი აქვს,რომ ბარაკ ობამას ხელისუფლებაში მოსვლით რუსეთის მიმართ ჯორჯ ბუშის დროინდელი გულგრილობის ხანა დასრულდება და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები უფრო მჭიდრო და მეგობრული იქნება.ისევე,როგორც სხვებს,ნასტიაც მოხიბლულია იმ ფაქტით,რომ თეთრ სახლში შავკანიანი პრეზიდენტი დაიდებს ბინას.ნასტიას თქმით, სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ შავკანიანებს მსოფლიოში მხოლოდ მონების სტატუსში აღიქვამდნენ.მათ საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა ეკრძალებოდათ, პარკებში მოსასვენებლად ცალკე სკამები ჰქონდათ გამოყოფილი.და სულ რაღაც ასი წლის შემდეგ ამერიკას შავკანიანი პრეზიდენტი ჰყავს.ამ ფაქტმა რუსეთში ძალიან ბევრი განაცვიფრა.გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულ რუსთა 30 პროცენტს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია.ლიუდმილა ივანოვნა მოსკოველი პენსიონერია და რუსი მოქალაქეების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც რუსული პოლიტიკით დიდი ხნის წინ განიხიბლა,არ ესმის კრემლის პოლიტიკის და ვერ გებულობს,თუ როგორ მოვიდა დიმიტრი მედვედევი სახელმწიფოს სათავეში.ლიდმილა ივანოვნას თქმით, სხვა ქვეყნებისათვის ზიანის მიყენების ნაცვლად ჯობდა რუსეთის მთავრობას საკუთარ ხალხზე უფრო მეტად ეფიქრა .ანდრეი კორტუნოვი მოსკოვში ევრაზიის ფონდის პრეზიდენტი და პოლიტიკური ექსპერტია.კორტუნოვი აცხადებს,რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში ოცდამეერთე საუკუნის ახალი თაობის პოლიტიკოსი მოვიდა. ამერიკის შეერთებული შტატები თავად არაერთი პრობლემის წინაშე დგას , ეკონომიკური კრიზისი იქნება ეს თუ სხვა დანარჩენი და ყოველივე ეს ბარაკ ობამას დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. ამერიკა იმედით შეჰყურებს ახალ პრეზიდენტს,რომ მისი საშუალებით ყველა ეს პრობლემა გადაწყდება. კორტუნოვის აზრით, ობამამ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ საკუთარ ერს ეს ეს მოლოდინი არ გაუმტყუნოს .რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდ მოლოდს ხშირად დიდი იმედგაცრუება ახლავს, ამიტომაც წინასწარ პროგნოზებს აჯობებს რეალური შედეგებს დაველოდოთ.
XS
SM
MD
LG