ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინაუგურაციაში მონაწილეობას შოუ ბიზნესის მრავალი წარმომადგენელი მიიღებს


ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ინაუგურაციის საპატივცემულოდ დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას შოუ ბიზნესის მრავალი წარმომადგენელი მიიღებს. კონცერტს ბატონი ობამა და მისი მეუღლე მიშელი დაესწრებიან. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ბიანსე, ბონო, ბრიუს სპრინგსტინი, სთივი უანდერი, ჯეიმს ტეილორი, მერი ბალიჯი, აშერი, ტომ ჰანკსი, დენზელ ვაშინგტონი, რენე ფლემინგი და სხვა ესტრადის, კინოსა თუ სპორტის ვარსკვლავები. კონცერტი "ეიჩ ბი ოს" ტელეარხის მეშვეობით გადაიცემა.

XS
SM
MD
LG