ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა და უკრაინამ ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის შეთანხმებას მიაღწია


რუსეთმა და უკრაინამ ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის მცდელობით შეთანხმებას მიაღწია. ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა გამოხატეს იმის იმედი, რომ შეთანხმებას ხელი ხვალ მოეწერება. მათი თქმით, გაზის ევროპისთვის მიწოდება დოკუმენტის ხელის მოწერის შემდეგ მყისვე აღდგება. რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა შეთანხმების მიღწევის შესახებ დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან იულია ტიმოშენკოსთან მოთათბირების შემდეგ განაცხადა. ექსპერტების აზრით, უკეთეს შემთხვევაშიც კი ევროპისთვის გაზის მიწოდება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღდგება, ვინაიდან გაზსადენში საკმარისი წნევის მიღწევას დიდი დრო ესაჭიროება. დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები რუსეთისგან მათთვის საჭირო ბუნებრივი აირის ოც პროცენტს იღებენ.

XS
SM
MD
LG