ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  ეგვიპტეში ისრაელსა და ჰამასს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევის მიზნით შეიკრებნენ


მსოფლიოს ლიდერები გაეროს გენერალური მდივანის ბან კი მუნის მეთაურობით ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში შეიკრიბნენ ისრაელსა და ჰამასს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევის მიზნით. თუმცა მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენლები ამ შეხვედრას არ დასწრებიან, რომელსაც ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თავმჯდომარეობდენენ. ეგვიპტეში გამგზავრების წინ თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გულმა აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება პოზიტიური ნაბიჯი იყო თუმცა ამ ქვეყანამ მთლიანად უნდა გამოიყვანოს ჯარები ღაზის სექტორიდან. ეგვიპტეში მიემგზავრება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნიც. ბრიტანეთმა დამატებით 30 მილიონი დოლარი გამოყო ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით. ევროკავშირის ახლანდელმა თავმჯდომარემ ჩეხეთმა ჰამასს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ხელმოწერისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG