პაკისტანის ხელისუფლების განცხადების თანახმად ავღანეთის მოსაზღვრე რაიონში უშიშროების ძალებთან ბრძოლაში 15 ისლამისტი დაიღუპა. ბრძოლა მოჰმანდის რეგიონის ერთ-ერთ რაიონში მოხდა.
პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით მოჯახედებთან შეტაკებაში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ რაიონში პაკისტანის სამთავრობო ზალები ალ-ყაიდას და თალიბანის მოკავშირეებს ებრძვიან.პაკისტანელი სამხედროები ამტკიცებენ, რომ უკანასკნელი თვეების მანძილზე მათ 1500 მოთარეშე გაანადგურეს.