ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის მოსაზღვრე რაიონში უშიშროების ძალებთან ბრძოლაში 15 ისლამისტი დაიღუპა


პაკისტანის ხელისუფლების განცხადების თანახმად ავრანეთის მოსაზღვრე რაიონში უშიშროების ძალებთან ბრძოლაში 15 ისლამისტი დაიღუპა. ბრძოლა მოჰმანდის რეგიონის ერთ-ერთ რაიონში მოხდა.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით მოჯახედებთან შეტაკებაში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ რაიონში პაკისტანის სამთავრობო ზალები ალ-ყაიდას და თალიბანის მოკავშირეებს ებრძვიან.

პაკისტანელი სამხედროები ამტკიცებენ რომ უკანასკნელი თვეების მანძილზე მათ 1500 მოთარეშე გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG