ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი და ჰამასის შეიარაღებული დაჯგუფება ახლოა ზავის დადებასთან


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კიმუნმა განაცხადა, რომ ისრაელი და ჰამასის შეიარაღებული დაჯგუფება ახლოა ზავის დადებასთან. ბან კი მუნმა მოუწოდა მხარეებს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ არაპირდაპირი მოლაპარაკებები.იგი იმედოვნებს, რომ რამოდენიმე დღეში შეთანხმება მიღწეული იქნება. მან აქვე დასძინა ,რომ დროა ისრაელის მთავრობა დაფიქრდეს ცეცხლის ცალმხრივ შეწყვეტაზე.

ეს განცხადება გენერალურმა მდივანმა დღეს ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან შეხვერის შემდეგ გააკეთა. ბან კი მუნმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს ღაზას სექტორზე დარტყმები.

„ბრძოლა ეხლავე უნდა შეწყდეს. დრო არ უნდა დავკარგოთ. თუ ომი კიდევ გაიწელა, მშვიდობიან მოსახლეობაში უფრო დიდ მსხვერპლთან გვექნება საქმე. ამ მომენტში ცეცხლის ცალხმრივი შეწყვეტა სასიცოცხლო მნიშვენელობისაა.“

ციტატის დასასრული

ისრაელმა უკაგდო ცალხმრივი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება. ისრაელის მთავრობის სპიკერმა მარკ ლევინმა განაცხადა, რომ ისრაელს არ სურს პრობლემის დროებითი გადაჭრა. საჭიროა გარანტია იმისა, რომ ჰამასი თავდასხმებს არ განახორციელებს ისრაელის მოქალაქეებზე მომავალში .

XS
SM
MD
LG