ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების  სამიტს  უმასპინძლებს


უკრაინაში გამართული სამიტის ძირითადი თემა რუსეთიდან ბუნებრივი აირის მოწოდებისდარეგულირების საკითხი იქნება. ექვსივე ქვეყნის ოფიციალურ პირთა განცხადებით, რუსეთის გარდა ყველა ქვეყანა მზადაა კიევში ენერგო უსაფრთხოების სამიტზე ჩავიდეს და ამ თემაზე ისაუბროს. შაბათს მოსკოვში იგეგმება უკრაინისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრთა შეხვედრა,სადაც ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გზებზე ისაუბრებენ. ევროკავშირის პრესსპიკერის იოანს ლეიტენბერგერის განცხადებით, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები ერთადერთი და საუკეთესო გზაა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. თუ მოლაპარაკება არ შედგა, ევროკავშირი იძულებული გახდება ამ ორ ქვეყანასთან სამომავლო საქმიან ურთიერთობებს გადახედოს.

XS
SM
MD
LG