ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი  ბუში  დაემშვიდობა ამერიკელ ხალხს


ხუთშბათს საღამოს პრეზიდენტი ბუში თეთრი სახლიდან დაემშვიდობა ამერიკელ ხალხს.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, ამერიკელ ხალხთან გამოსამშვიდობებელ სიტყვაში აღნიშნა,რომ თავისი პრეზიდენტობის მანძილზე იგი მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი , რომ რვაწლიანი მართველობის მანძილზე გადადგმული ყველა მისი ნაბიჯი მტკიცე შეგნებით და სამშობლოსადმი სიყვარულით იყო ნაკარნახევი. ამერიკელებთან გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ჯორჯ ბუშმა 11 სექტემბერიც გაიხსენა.მისი თქმით, მხოლოდ იმ დღის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ დაიცვა ამერიკელი ხალხი მოსალოდნელი ტერორისტული აქტებიდან. ჯორჯ ბუში ასევე შეეხო ავღანეთისა და ერაყის ომების საკითხს და აღნიშნა,რომ ამ ორმა ქვეყანამ შეძლო განთავისუფლებულიყო დამთრგუნველი ძალადობრივი რეჟიმისაგან და ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზას დაადგა. ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ამერიკელ ხალხს ტერორიზმის მიმართ სიფხიზლე გამოიჩინოს და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში წრფელი და მტკიცე გადაწყვეტილებებით ჩაერთოს.
XS
SM
MD
LG