ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერგეი ლავროვი   ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან შეხვედრას ელოდება 


რუსეთის პრემიერ მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა,რომ ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის ბარაკ ობამას გამოსვლებიდან გამომდინარე, იგი სულმოუთმენლად ელოდება ახალ ადმინისტრაციასთან შეხვედრას და რიგი საკითხების ირგვლივ მსჯელობას გეგმავს.

„ ჩვენ გვსურს, რომ სამომავლო ურთიერთობებში ურთიერთგაგება დომინირებდეს. ბოლოდროინდელმა პრაქტიკამ აჩვენა,რომ დღემდე ყველაზე მეტად ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ეს აკლდა. თუ მოსკოვი და ვაშინგტონი ერთმანეთის პრინციპების მიმართ მუდმივად პატივისცემას გამოიჩენს , ეს ამ ორ ქვეყანას შორის საუკეთესო სამომავალო ურთიერთობების საწინდარი გახდება."

ციტატის დასასრული

სერგეი ლავროვმა თავის გამოსვლაში გასული წლის აპრილში პრეზიდენტი ჯორჯ ბუშისა და პრეიზიდენტი ვლადიმირ პუტინის მიღწეული შეთანხმების შესახებ ისაუბრა.მაშინ საუბრის თემა ძირითადად რაკეტსაწინაღო დაცვის, ბირთვული გაუვრცელებობისა და შეარაღების კონტროლის საკითხებს ეხებოდა.

ამავე პრეს-კონფერენციაზე სერგეი ლავროვი კონფლიქტის ზონაში ქართველი პოლიციელის მკვლელობის ფაქტს შეეხო და მას საქართველოს მხრიდან მორიგი პროვოკაცია უწოდა.მისი თქმით, საქართველო კვლავ განაგრძობს შეიარაღებული ძალების მობილიზებას კონფლიქტის ზონაში. ლავროვმა აგრეთვე აღნიშნა,რომ რუსეთი არ აპირებდა ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და ამ გადაწყვეტილებამდე იგი საქართველოს ხელისუფლების მსგავსმა ქმედებებმა მიიყვანა.

XS
SM
MD
LG