ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშმა პრეზიდენტის რანგში საზოგადოებას უკანასკნელად მიმართა სიტყვით


ხუთი დღით ადრე, სანამ ბარაკ ობამა თავის მოვალეობების შესრულებას შეუდგება, ჯორჯ ბუშმა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში საზოგადოებას უკანასკნელად მიმართა სიტყვით. როგორც მან თქვა იგი ამერიკელი ხალხისადმი მადლიერების გრძნობით ტოვებს პრეზიდენტის პოსტს. მის სიტყვაში, რომელიც თეთრი სახლიდან გადაიცა პრეზიდენტმა გაიხსენა 2001 წლის 11-ი სექტემბრის მოვლენები და ქებით მოიხსენია ისინი, ვინც დახმარება გაუწია ტერაქტებში დაზარალებულთ. როგორც მან თქვა იგი დღემდე ჯიბეში ატარებს ერთ-ერთი პოლიციელის სამკერდე ნიშანს, რომელიც ამ ტერაქტებში დაიღუპა. პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ ის ზომები, რომლებიც ა-შშმა ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ გაატარა ამერიკის გარდა სხვა ერებსაც მოუტანა დიდი სარგებელი. მაგალითად ავღანეთსა და ერაყს, რომლებიც ტირანიისაგან გაათავისუფლეს და მოგვიანებით აშშ-ის ერთგულ მოკავშირეებად გადაიქცნენ. პრეზიდენტმა მის სიტყვაში აწმყო ეკონომიკურ კრიზისზეც ისაუბრა. როგორც მან თქვა მაშინ, როდესაც ამერიკას ფინანსური კატასტროფა დაემუქრა ბუშის ადმინისტრაციამ გადამწყვეტ ზომებს მიმართა, რათა დაგაერჩინა ქვეყნის ეკონომიკა. –„მძიმე დრო დაგვიდგა, მაგრამ მდგომარეობა ბევრად უფრო რთული იქნებოდა ეს ზომები, რომ არ გაგვეტარებინა." - განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა. ბუშმა აღიარა ის, რომ მთელ რიგ შემთხვევებში დღევანდელი გადასახედიდან იგი სხვა სახის გადაწყვეტილებებს მიიღებდა, მაგრამ როგორც მან აღნიშნა იგი ყოველთვის თავის სინდისს უგდებდა ყურს და ისე იღებდა გადაწყვეტილებებს, როგორც მას მიაჩნდა სწორად.


XS
SM
MD
LG