ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიტვაში პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი






ლიტვაში პოლიციამ ცრემლდენი გაზი გამოიყენა იმ დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებიც პარლამენტის შენობაში ძალით აპირებდნენ შეღწევას. ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ მთავრობის მიერ ეკონომიკის დარგში მკაცრი პოლიტიკის გამო. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი მას შემდეგ გამოიყენა, რაც 7000-მდე მოპიკეტემ ქვები და თოვლის გუნდები დაუშინა სამართალდამცავებს. ინცინდენტის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. პროტესტი ლიტვის მუშათა მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული. უკმაყოფილება ბიუჯეტის შეკვეცამ და სხვა რეფორმებმა გამოიწვია , რაც ქვეყნის ახალმა მთავრობამ ეკონომიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად განახორციელა.

XS
SM
MD
LG