ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ღაზას სექტორში მდებარე გაეროს სათაო ოფისი დაბომბა


ისრაელმა ღაზას სექტორში მდებარე გაეროს სათაო ოფისი დაბომბა. თელ ავივში მყოფმა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა რისხვა გამოხატა, მაგრამ აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა მას ბოდიში მოუხადა და ინცინდენტს დასანანი შეცდომა უწოდა. დღეს ისრაელის არმიის ქვედანაყოფები უფრო ღრმად შეიჭრნენ სექტორის მჭიდროდ დასახლებულ ნაწილში. ღაზაში მცხოვრები პალესტინელები სახლებში არიან გამომწყვდეულნი: “იმ პერიოდში რაც მე ღაზაში ვიმყოფები ეს ყველაზე საშინელი ღამე იყო. დაბომბვა მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. დილით კი კიდევ უფრო გახშირდა. ჩემი სახლიდან ყველაფერი კარგად ჩანს. მე ვხედავ აფეთქებებსაც და კვამლსაც. ყველაფერი ჩვენგან ძალზე ახლოს, ალბათ სულ რაღაც ხუთას მეტრში ხდება”. მოგვითხრობს ღაზაში მყოფი ამერიკის ხმის ჟურნალისტი მოჰამედ დავასი. ჯერ-ჯერობით გაეროს მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე არც ისრაელმა და არც ჰამასმა არ ათხოვეს ყური. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ამოს გილადი ცეცხლის შეწყვეტის ირგვლივ სასაუბროდ დღეს მოსალაპარაკებლად კაიროში ჩავიდა. მედიკოსები აცხადებენ, რომ დაღუპულია ათასზე მეტი პალესტინელი, მათ შორის სამასზე მეტი ბავშვი. ისრაელის მხარეს კი მხოლოდ ცამეტი ადამიანია მოკლული.

XS
SM
MD
LG