ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების სენატში  საფინანსო დახმარების პაკეტის ირგვლივ ბჭობენ


შეერთებული შტატების სენატში შვიდას მილიარდიანი საფინანსო დახმარების პაკეტის მეორე ნაწილის ირგვლივ ბჭობენ. სენატმა დღეს სამას ორმოცდაათი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას უნდა უყაროს კენჭი. ბარაკ ობამა დემოკრატიული პარტიის ლიდერებს შეხვდა და მათ პაკეტის მიღებისკენ მოუწოდა. თუმცა დემოკრატები და რესპუბლიკელთა მცირე ნაწილი კანონპროექტის დაბლოკვით იმუქრებიან და მიზეზად ასახელებენ იმას, რომ სასტიმულო პაკეტის პირველი ნაწილი ბანკებს ანგარიშსწორების მოთხოვნის გარეშე გადაეცათ. ბევრი კანონმდებელი მომავალი ადმინისტრაციისგან ბანკებისთვის მკაცრი ლიმიტის დაწესებას მოითხოვს. რესპუბლიკელები აგრეთვე ეწინააღმდეგებიან სასტიმულო პაკეტის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ამერიკის ინდუსტრიისათვის გადაცემას. რესპუბლიკელები მძაფრად აკრიტიკებენ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას, კრაისლერისა და ჯენერალ მოტორსის ავტომობილების მწარმოებელი კომპანიებისთვის ცამეტი მილიარდი დოლარის ოდენობი დახმარების გადაცემისთვის

XS
SM
MD
LG