ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ძალოვნებმა დააკავეს 124 ადამიანი


პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით ძალოვნებმა დააკავეს 124 ადამიანი, რომელთაც მუმბაის ტერაქტის მონაწილეებთან კავშირში სდებენ ბრალს. დაკავებულთა შორის არაინ სამხედრო დაჯგუფების ლაშქარ-ი -თაიბასა და ისლამური საქველმოქმედო ორგანიზაცია ჯამაათ-უდ დავასხელმძღვანელი პირები. მათ ბრალი ედებათ ტერორისტების მხარდაჭერაში. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის რემან მალიკის განცხადებით ძალოვნება დალუქეს საქველმოქმედო ორგანიზაციის რამოდენიმე ბანაკი , რომელიც გამოიყენებოდა მეამბოხეთა წვრთნებისთვის. დახურეს აგრეთვე სკოლები, ოფისები ,ვებ გვერდები და გამომცემლობები, რომელნიც ეჭვმიტნილნი იყვნენ ამ ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირში. არსებობს თუ არა რაიმემტკიცებულება იმის თაობაზე იგეგმებოდა ტერაქტი პაკისტანში თუ არა მალიკმა თავი შეიკავა განცხადებისგან. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევის მილიბანდი დღეს ვიზიტით მუმბაიში იმყოფება სადაც მან განაცხადა, რომ პაკისტანისა და ინდოეთის ერთობლივი ძალისხმევა ძალზედ მნიშვნელოვანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG