ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინასა და რუსეთს შირის დავა ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კვლავ გრძელდება


უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით შაბათს, ორი მხარე გეგმავს შეხვედრას რათა გადაწყვიტონ ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი. უკრაინის პრემიერ მინისტრის იულია ტიმოშენკოს განცხადებით ვლადიმერ პუტინთან დღევანდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ ისინი შეთანხმდნენ მოლაპარაკებებზე , რომელიც მოსკოვში გაიმართება.

უკრაინის პრეზიდნტი ვიქტორ იუშჩენკო წინააღმდეგია, რომ მოლაპარაკებებს ადგილი მოსკოვში ჰქონდეს.რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გამოთქვა იმედი კრიზისის მოგვარებისა. უკრაინა- რუსეთის უთანხმოების გამო ევროპის დიდი ნაწილი ამ ყინვების პერიოდში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. ევროკომისიის თავჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროსომ შექმნილ ვითარებას მიუღებელი უწოდა.მან მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს სასამართლოში უჩივლონ რუსეთსა და უკრაინას.

XS
SM
MD
LG