ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის წარგზავნილი თავდაცვის სამინისტროდან ამოს გილადი ქაიროში იმყოფება დღეს


ისრაელის წარგზავნილი თავდაცვის სამინისტროდან ამოს გილადი ქაიროში იმყოფება დღეს. იგი მოლაპარაკებებს გამართავს ეგვიპტის მიერ წამოყენებულ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე. დაჯგუფება ჰამასის წარმომადგენლები ქაიროში ოთხშაბათს შეხვდნენ ეგვიპტელ შუამავლებს.ჰამასის ოფიციალური პირის სალაჰ ალ ბარდავილმის განცხადებითმათ არ უარყვეს გეგმის ძირითადი შტრიხები, მაგრამ სანამ ზავის პირობებს მიიღებდნენ მათ წამოაყენეს თავისი მოთხოვნები, რაზეც ისრაელის პასუხს ელოდებიან. ამასობაში გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი დღეს ისრაელში იმყოფება.იგი აგრძელებს თავის ვიზიტს რეგიონში ღაზას ქონფლიქტის საკითხის მოსაგვარებლად. ბან კი მუნის განცხადებით ბრძოლების შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვმა კატასტროფულ რაოდენობას მიაღწია.ოთხშაბათს იგი იორდანიასა და ეგვიპტეში იმყოფებოდა, სადაც მოუწოდებდა ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვიტის შესახებ. ეგვოპტის მხარე აცხადებსს, რომ გეგმაში გათვალისწინებულიაროგორც ცეცხლის დროებითი შეწყვეტის ისი ხანგრძლივი ზავის პირობები.აგრეთვე ღაზას სექტორის საზღვრების გახსნა და ისრაელის ჯარის ამ ტერიტორიიდან გაყვანა. გეგმის მიხედვით ისრაელის სამხედროებს ღაზაში უნდა ჩაენცვლონ საერთაშორისო დამკვირვრბლები.

XS
SM
MD
LG