ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის არმიის ქვედანაყოფები ინდოეთის საზღვართან განთავსდნენ


ინდოეთი აცხადებს, რომ პაკისტანის არმიის ქვედანაყოფები ინდოეთის საზღვართან განთავსდნენ. გენერალმა დეპაკ კაპურმა დღეს განაცხადა, რომ მართალია პაკისტანმა არმიის დისლოკაცია შეცვალა, მაგრამ ეს ინდოეთის პროვოცირების მიზნით არ გაკეთებულა. ამ დროს კი პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რეზა გილანიმ განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბერში, ინდოეთში მომხდარი ტერაქტის შესახებ დელის მიერ შეგროვილი და ისლამაბადისთვის გადაცემული მასალა პაკისტანისტერაქტში მონაწიელეობას ვერ ამტკიცებს. თუმცა მისი თქმით, ამ მასალის შესწავლა გრძელდება. გასულ კვირას ინდოეთმა განაცხადა, რომ ამ სამხილების თანახმად, ტერაქტი პაკისტანსი მოქმედი ისლამისტური ორგანიზაციის "ლაშქარ ი ტაიბას" დახმარებით განხორციელდა.
XS
SM
MD
LG