ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო  სავალუტო ფონდი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს


საერთაშორისო სავალუტო ფონდი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პრობლემების მოსაგვარებლად ,რადგან რეალობიდან გამომდინარე 2009 წელი შესაძლოა ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს. ორშაბათს უნგრეთში შეხვედრისას, სავალუტო ფონდის თავკაცმა დომინიკ სტრაუს კანმა განაცხადა,რომ 2009 წელი გლობალური ეკონომიკის პროგნოზების თვალსაზრისით არც თუ ისე ოპტიმისტურია. მისი თქმით, ეკონომიკური დაღმასვლის პროცესი უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება, ვიდრე მას იწანასწარმეტყველებდნენ და ყოველივე ეს ძალზე მტკივნეულად აისახება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე.

სტრაუს კანის განცხადებით, ევროპის მცდელობა კრიზისის მოგვარების მიზნით ბევრად უფრო ნაკლებეფქტურია, ვიდრე ამერიკის. მაშინ, როცა ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა შვიდას მილიარდიანი დახმარების პაკეტის მეორე ნაწილის დამტკიცებას კონგრესმენებთან ერთად განიხილავს, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელი 67 მილიარდიანი დახმარების პაკეტს იწონებს. პაკეტს,რომელიც შესაძლოა მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის იყოს საკმარისი . არადა პრობლემა ბევრად უფრო მასშატაბურია და ეს დახმარება საკმარისი არ არის.


XS
SM
MD
LG