ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

 ეჭვმიტანილი გუანტანამოს ციხეში მუდმივი წამების ქვეშ იყო


ბუშისადმინისტრაციისერთერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი გუანტანამოს ციხეში ამერიკის სამხედროების მიერ მუდმივი წამების ქვეშ იმყოფებოდა. სიუზან კროუფორდი იმ სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელობს,რომელიც პატიმრობაში მყოფი ტერორისტების საქმეებს იძიებს გუანტანამოს ციხეში.კროუფორდმა დღევანდელ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოჰამედ ალ-ქაჰთანი ძალისმიერი მეთოდებით დაკითხვისა და წამების ქვეშ მუდმივად იყო. მსგავს აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს გუანტანამოს ციხეში ადგილი 2002-2003 წლებში ჰქონდა. კროუფორდის განცხადებით, ქაჰთანი ძალადობრივი დაკითხვების შედეგად გულის სეროიზული დაავადებით დასნეულდა და გუანტანამოს ციხის საავადმყოფოში ორჯერ იქნა გადაყვანილი.


XS
SM
MD
LG