ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ახლად არჩეული ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბაღდადში ერაყის ლიდერებს შეხვდა


აშშ-ის ახლად არჩეული ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბაღდადში ერაყის ლიდერებს შეხვდა , საიდანაც შემდეგ იგი ჩრდილოეთით ქალაქ კირკუკში ჩავა. დღეს ერაყის პრემიერ მინისტრთან ნური ალ მალიკისთან გამართული საუბრის შემდეგ ბაიდენს სახალხოდ კომენტარი არ გაუკეთებია. ერაყის ოფიციალური პირები კი აცხადებენ რომ საუბარი შეეხებოდა აშშ-ის ჯარის ერაყიდან გაყვანის საკითხს. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დასდო , რომ 140 ათას ჯარისკაცს გაიყვანს ერაყიდან 16 ტვის განმავლობაში. ეს ალბათ უფრო მალე მოხდება ვიდრე ეს ბუშის ადმინისტრაციის მიერ იყო დაგეგმილი. ბაიდენი რამოდენიმე ადგილობრივ ლიდერს შეხვდება კირკუკში

XS
SM
MD
LG