ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გასული წლის დეკემბრისთვის ჩინეთის ვაჭრობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიწია


გასული წლის დეკემბრისთვის ჩინეთის ვაჭრობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიწია. გლობალურმა კრიზისმა და ექსპორტის შემცირებამ ძალზე იმოქმედა ჩინეთის ეკონომიკაზე. ჩინეთის სამთავრობო მედია აცხადებს, რომ 2007 წელთან შედარებით 2008 წელს იმპორტი ოცდაერთი ხოლო ექსპორტი კი სამი პროცენტით შემცირდა. გასულ თვეს ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ინვესრტიციების კლების პროცესი აღინიშნება და რომ გასული წლის მიწურულისთვის ინდუსტრიული წარმოებაც შემცირდა. ასევე დღეს ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ქვეყნის უცხოური რეზერვები 2008 წლის ბოლო კვარტალში მხოლოდ ორმოცდახუთი მილიარდი დოლარით გაიზარდა.

XS
SM
MD
LG