ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უგანდაელმა მეამბოხეებმა გასული სექტემბრის შემდეგ ხუთას ოცდაჩვიდმეტი ადამიანი მოკლეს


გაეროს ლტოლვილთასააგენტო აცხადებს, რომ კონგოს ტერიტორიაზე მოქმედმა უგანდაელმა მეამბოხეებმა გასული სექტემბრის შემდეგ ხუთას ოცდაჩვიდმეტი ადამიანი მოკლეს. სააგენტოს განცხადებით, მეამბოხეთა დაჯგუფებამ, რომელიც თავს “უფლის სახელით მოქმედი წინააღმდეგობის არმიას” უწოდებს კონგოს აღმოსავლეთში ოთხასზე მეტი ადამიანი გაიტაცა. სააგენტოს წარმომადგენელმა რონ რიდმონდმა განაცხადა, რომ გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ძალზე შეშფოთებულია მემამბოხეთა თავდასხმებით მშვიდობიან დასახლებებზე და მათი მოქმედებით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისით. ბატონმა რიდმონდმა აღნიშნა, რომ კონგოს ორიენტალეს პროვინციიდან ას ათასზე მეტი ადამიანი გაიხიზნნა და რომ მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ტყეებს აფარებს თავს. “უფლის სახელით მოქმედი წინააღმდეგობის არმიის” წინააღმდეგ უგანდის, კონგოსა და სუდანის არმიები ერთიანი ძალებით იბრძვიან.

XS
SM
MD
LG