ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკის პროკურატურა მიესალმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას


სამხრეთ აფრიკის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯეიკობ ზუმას წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძრის ნებართვა გასცა. სასამართლომ ზუმას საქმის განახლებით, დაბალი საფეხურის სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილება გააუქმა და განაცხადა, რომ მაშინ მოსამართლემ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა.

სამხრეთ აფრიკის პროკურატურა მიესალმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. მმართველი სამხრეთ აფრიკის ეროვნული კონგრესის პარტია, რომელსაც ზუმა მეთაურობს განაცხადა, რომ ზუმა კვლავაც პარტიის კანდიდატად რჩება ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე.

XS
SM
MD
LG