ამერიკის მომავალი ვიცე -პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერაყის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. მანამდე ბაიდენი ავღანეთს სტუმრობდა,სადაც პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და სამხრეთ პროვინციის ქალაქ ყანდაარში დაბანაკებულ კოალიციის ჯარისკაცებს შეხვდა. ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით, ბაღდადის აღმოსავლეთით პოლიციის პატრულის მანქანასთან ორი ბომბი აფეთქდა ,რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა.
ბაღდადში, იარმოუკის უბანში ბომბის შედეგად ერაყის სამხედრო სატვირთო მანქანა აფეთქდა,რის შედეგადაც მანქანაში მსხდომი ყველა ჯარისკაცი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მეოთხე აფეთქება ბაღდადის ცენტრში განხორციელდა,რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რამოდენიმე დაიჭრა. მეხუთე აფეთქება ჩრდილოეთ ბაღდადში მოხდა,რასაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.