ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  შვეიცარია დათანხმდა საქართველოს დიპლომატიური ინტერესები წარმოადგინოს მოსკოვში


შვეიცარია დათანხმდა საქართველოს დიპლომატიური ინტერესები წარმოადგინოს მოსკოვში ისევე როგორც რუსეთის ინტერესები საქართველოში. შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიშელინ კალმინ-რეის განცხადებით ამ ქვეყნის წარმომადგენლობები მოსკოვსა და თბილისში უახლოეს ხანში გაიხსნება ბიუროკრატიული ფორმალობების მოგვარების შემდეგ. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ გაწყვიტა. მას შემდეგ რაც რუსეთმა აღიარა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

XS
SM
MD
LG