ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშის ადმინისტრაცია თეთრ სახლში უკანასკნელ დღეებს  ითვლის


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უახლოეს ხანებში ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს.ამასობაში კი მისი ადმინისტრაცია თეთრ სახლში უკანასკნელ დღეებს ითვლის.

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა თემაზე ისაუბრებს პრეზიდენტი ბუში ჟურნალისტებთან. 20იანვარს,როგორც კი ბარაკ ობამა , როგორც ქვეყნის ორმოცდამეოთხე პრეზიდენტი ფიცს დადებს, ჯორჯ ბუში თეთრ სახლს დატოვებს. კვირას მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში პრეზიდენტმა ბუშმა განვლილი რვა წლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა,რომ ძალზედ ამაყობს ამ ხნის მანძილზე განხორციელებული საკუთარი მიღწევებით. თუმცა ჯორჯ ბუში არცთუ ისე სახარბიელო საზოგადოებრივი იმიჯით, ამერიკის ახლო აღმოსავლეთის ომში ჩათრევითა და ეკონომიკური კრიზისის მწარე შედეგების გამოცდილებით ტოვებს თეთრ სახლს.

XS
SM
MD
LG