ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის საზღვართან შეტაკებებში  სულ ცოტა ექვსი ჯარისკაცი და ორმოცი მეამბოხე დაიღუპა


პაკისტანის ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით, დღეს გამთენიისას პაკისტანისა და ავღანეთის საზღვართან შეტაკებებში სულ ცოტა ექვსი ჯარისკაცი და ორმოცი მეამბოხე დაიღუპა. პაკისტანის განცხადებით, მეამბოხეები ძირითადად ავღანეთის საზღვრის ტერიტორიიდან შეიჭრნენ ,სადაც მათ ჩრდილო -დასავლეთის მოჰმანდის ტომთა რეგიონის ადგილობრივი თალიბი მეამბოხეები შეუერთდნენ. მოჰმანდის რეგიონი თალიბებისა და ალ-ყაიდას აქტიურობის ცენტრადა არის მიჩნეული. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, შეიარაღებულ დაპირისპირებაში 600 მეამბოხე იღებდა მონაწილეობას .პაკისტანის ინფორმაციით,შეტაკებებში შვიდი ჯარისკაცი დაიჭრა ,ხოლო მეამბოხეთა მხარემ ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადა. ამასობაში სამხრეთ ვაზირისტანის ოფიცილურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია,რომ მეამბოხეებმა ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაიტაცეს.
XS
SM
MD
LG