ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენი ავღანეთს სტუმრობს


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე არჩეული ჯო ბაიდენი ავღანეთს სტუმრობს. ყანდაარში ყოფნისას მან ავღანეთში დისლოცირებულ საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტს მომავალი პრეზიდენტის ბარაკ ობამას სრული მხარდაჭერა გამოუხატა.

კოალიციის მეთაურები ბაიდენს ავღანეთის სამხრეთში არსებული სიტუაციის შესახებ ესაუბრნენ. ამ რეგიონში თალიბთა თავდასხმების გააქტიურების გამო, მიმდინარე წლის მიწურულისთვის ამერიკა დამატებით კიდევ ოცდაათი ათასი სამხედროს გაგზავნას გეგმავს ავღანეთში. ბაიდენის თქმით, ავღანეთში არსებული მდგომარეობა მთელს მსოფლიოზე ახდენს გავლენას.

XS
SM
MD
LG