ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულმა შტატებმა ისრაელის მიერ გამოთქმული წინადადება ირანის დაბომბვისთვის ხელის შეწყობის შესახებ უარყო


გაზეთ " ნიუ იორკ თაიმსში " დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა ისრაელის მიერ გამოთქმული წინადადება ირანის დაბომბვისთვის ხელის შეწყობის შესახებ უარყო. სტატიაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ბუშმა იუარა ისრაელის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის გეგმაში მონაწილეობის მიღება. აქვე ისიც წერია, რომ ამერიკის პრეზიდენტი ირანის ბირთვული პროგრამის საბოტაჟის ალტერნატიული გეგმით გამოვიდა. ისრაელი ნათანზის ბირთვული ობიექტის ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბების გამოყენებას გეგმავდა. თეთრმა სახლმა კატეგორიულად უარყო ეს გეგმა და სანაცვლოდ ისრაელს ამერიკული სადაზვერვო უწყებებების მიერ მოპოვებული ინფორმაციის გაზიარება შესთავაზა. გაზეთში ნათქვამია ის, რომ ისრაელთან ზემოთქმულ თემაზე საუბრები გასული წლის პირველ ნახევარში დაიწყო.

XS
SM
MD
LG