ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალიში ისლამისტურ დაჯგუფებებს შორის შეტაკებებში   ოცდახუთი ადამიანი დაიღუპა


თვითმხილველთა განცხადებით, სომალიში ისლამისტურ დაჯგუფებებს შორის შეტაკებებში ოცდახუთი ადამიანი დაიღუპა. დაპირისპირება დღეს ქალაქ გურიელში ორ ისლამისტურ დაჯგუფებას შორის მოხდა.თვითმხილველების მტკიცებით, სროლები შუა დღემდე გრძელდებოდა და საბოლოოდ ქალაქის კონტროლი აჰლუ სუნა ვალჯამაჰის დაჯგუფებამ აიღო თავის თავზე. დაპირისპირების დროს დაღუპულთა შორის უმეტესობა მეამბოხეები არიან,დაიჭრა 20 ადამიანი. მეორე ისლამისტური დაჯგუფება ალ-შაბაბი მეამბოხეთა ერთერთი დაწიანაურებული სამხედრო ჯგუფია.ამ ჯგუფმა ბოლო ორი წლის მანძილზე ეთიოპიის სამხედროების დახმარებით შეძლო სომალის ხელისუფლება დაემხო. სუნა ვალჯამაჰის დაჯგუფება პერიოდულად ებრძვის ალ-შაბაბის დაჯგუფებას იმ მიზნით,რომ სომალიდან ეთოპიის ჯარების გასვლა დააჩქაროს.

XS
SM
MD
LG