ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მხრიდან  ცეცხლის შეწყვეტა  აქამდე  ჩატარებულ ყველა სამხედრო ოპერაციის წარმატებას  ხაზს გადაუსვამს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა განაცხადა,რომ ისრაელის სამხედრო იერიში ღაზას სექტორში ჰამასის წინააღმდეგ მანამ გაგრძელდება,ვიდრე პალესტინელები სამხრეთ ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშებს არ შეწყვეტენ. მთავრობის კაბინეტთან შეხვედრისას ოლმერტმა განაცხადა,რომ ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა აქამდე ჩატარებულ ყველა სამხედრო ოპერაციის წარმატებას ხაზს გადაუსვამს . ღაზას სექტორში მომუშავე ექიმთა განცხადებით, 16დღიანი საომარი მო ქედებების შედეგად სულ 850 პალესტინელია დაღუპული. დღეს თვითმხილველთა განცხადებით, ისრაელის ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები ღაზას სექტორის გარეუბნებს ბომბავდნენ.ჰამასის მეამბოხეები აქტიურად იცავდნენ თავს ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით.დაიღუპა რამოდენიმე პალესტინელი მშვიოდბიანი მოსახლე. ჰამასი და ისრაელი საერთაშორისო მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ყურად არ იღებენ. შაბათს ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორის მაცხოვრებლები გააფრთხილეს,რომ ისრაელი პალესტინელ მეამბოხეებზე შეტევებს მომავალში უფრო გააძლიერებს.

XS
SM
MD
LG