ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ჩრდილოდასავლეთით შეტაკება მოხდა ორ მოწინააღმდეგე მუსულმანურ სექტას შორის


პაკისტანის ჩრდილოდასავლეთით შეტაკება მოხდა ორ მოწინააღმდეგე მუსულმანურ სექტას შორის. პოლიციის განცხადებით ინცინდენტს მსხვერპლი მოჰყვა. მოკლულია 7 ადამინი და ათზე მეტი დაიჭრა. შეტაკება 2 ჯგუფს შორის პარასკევს ჰანგუს ოლქში დაიჭყო და დღესაც გრძელდება . კონფლიქტის მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი ჯერ არ არის. წარსულში სწორედ ჰანგუს ოლქში ხდებოდა დაპირისპირება უმრავლესობაში მყოფი სუნიტებისა და უმცირესობის წარმომადგენლებს -შიიტებს შორის. პაკისტანის ძალოვნებმა გაზარდეს უსაფრთხოების ზომები რეგიონში და ცდილობენ მდგომმარეობის დასტაბილურებას

XS
SM
MD
LG