ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ახლადარჩეული ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ავღანეთში ჩავიდა


აშშ-ის ახლადარჩეული ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ავღანეთში ჩავიდა. იგი შეხვდება პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელებს და განიხილავს ქვეყანაში მიმდინარე მდგომარეობას. ბაიდენი შეხვდება ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის და და ნატოს კოალიციური ჯარის მეთაურს გენერალ დევიდ მაკკეირნანს.ავღანეთში ჩასვლამდე პარასკევს ჯო ბაიდენი პაკისტანს სტუმრობდა, სადაც იგი ქვეყნის პრეზიდენტს ასიფ ალი ზარდარისადა პრემიერ მინისტრს იუსუფ რაზა გილანის შეხვდა. პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით მოლაპარაკებები გაიმართა ისლამაბადის ტერორიზმთან ბრძოლის ვალდებულებების აღების შესახებ.ასევე განხილვის საგანი გახდა ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბული ურთიერთობები მუმბაიში მომხდარი ტერაქტების გამო. ბაიდენი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციას სამხრეთ აზიაში.ეს ბაიდენის როგორც სენატის საგარეო საქმეტა კომიტეტის თავჯდომარის ბოლო მოგზაურობაა.

XS
SM
MD
LG