ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთსა  და უკრაინას შორის მოლაპარაკებებმა  პარასკევს ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ჩეხეთის პრემიერ მინისტრთან მირეკ ტოპოლანეკთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა,რომ გაჭიანურებული მოლაპარაკებები უკრაინისა და ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის შეწყვეტასთან დაკავშირებით უახლოეს ხანებში სასიკეთოდ გადაწყდება. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებმა პარასკევს ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია. შეგახსენებთ,რომ რუსეთი უკრაინას ბუნებრივი აირის დატაცებში ადანაშაულებს,თუმცა უკრაინა ამ ბრალდებას დაჟინებით უარყოფს. გაზპრომი მზადაა იმისათვის,რომ შეთანხმების შემთხვევაში ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგინოს ევროპის ქვეყნებს,თუმცა უკრაინის პრემიერ მინისტრის ოილია ტიმოშენკოს განცხადებით ,უკრაინა ხელშეკრულებას ხელს მანამ არ მოაწერს,სანამ ევროპის მონიტორინგის ჯგუფი გაზის კონტროლის საბოლოო დასკვნას არ წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG