ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში მოქმედი ალ-ყაიდას დაჯგუფების მოთავე უსამა ალ-კინი და მისი მთავარი მრჩეველი დაიღუპნენ


ამერიკის კონტრ-ტერორისტული უწყების განცხადებით, ახალი წლის ღამით ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად პაკისტანში მოქმედი ალ-ყაიდას დაჯგუფების მოთავე უსამა ალ-კინი და მისი მთავარი მრჩეველი შეიხ ახმედ სალიმ სვედანი დაიღუპნენ.ორივე პიროვნება ფედერალური სადაზვერვო სამსახურის საძიებელ სიაში ყველაზე საშიშ ტერორისტად იყო გამოცხადებული. უსამა ალ-კინს ბრალი ედება რამოდენიმე ტერორისტული აქტის განხორციელებასა და ისლამაბადში მარიოტის სასტუმროს აფეთქებების მოწყობაში,რომლის შედეგადაც 50ადამიანი დაიღუპა. ალ-კინი და სვედანი ასევე 1998 წელს კენიასა და ტანზანიაში საელჩოების აფეთქებებშიც იყვნენ ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG